EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2297/?month=12&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 14 სექტემბერს გამართულ მე-20 შეხვედრაზე განხილული იყო გადაადგილების თავისუფლება, ბოლოდროინდელი ინციდენტები და თანამშრომლობა კრიმინალური საკითხების სფეროში

15.09.2010
2010 წლის 14 სექტემბერს გალში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

წყნარ და საქმიან ატმოსფეროში მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების საკითხები, კერძოდ, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილება, ასევე ტრანსპორტირება და საქონლის გადატანა მდინარე ენგურზე.

განხილული იყო ბოლოდროინდელი ინციდენტები, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ შემცირდა შემჩნეული ინციდენტების რაოდენობა. ასევე გაიმართა ინფორმაციის გაცვლა გალის რაიონში კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით და მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ოპერატიულ დონეზე. აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ქართველი დაკავებულის ციხიდან გამოშვება შეფასებული იყო ნდობის აღდგენის დადებით ღონისძიებად.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება გალში, 2010 წლის 8 ოქტომბერს.