EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/05/2024 02:05:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2339/?year=2010&month=12
 
 უკან

გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის - ზუგდიდის რეგიონალური ოფისი

29.09.2010
28 სექტემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისმა მოიწვია სკოლის მოსწავლეები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად განლაგებული სოფლებიდან და ასევე მოსწავლეები ზუგდიდის სამი სკოლიდან საბავშვო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. 12-დან 13 წლამდე ასაკის ასზე მეტი ბავშვი განმუხურიდან, ორსანტიდან, კოკიდან, რუხიდან, ლიადან და ფახულანდან ჩამოიყვანეს ზუგდიდში, სადაც მათ შეუერთდნენ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის, #4 (რუსულენოვანი) საჯარო სკოლის და ზუგდიდის #1 დევნილთა სკოლის მოსწავლეები. ყველა მონაწილეს მიესალმა რეგიონალური ოფისის უფროსი, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას.

დადიანის პარკში ბავშვებმა ისიამოვნეს მზიანი და მხიარული დღით, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შეჯიბრებებსა და ღონისძიებებში, როგორიცაა სირბილი, "სირბილი კოვზში კვერცხით", "სირბილი ტომრებში", განძის ძებნა, ხატვა და "ჯავშანმანქანის გაწევაც" კი. ბავშვებმა ისიამოვნეს და ღონისძიებამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ახალგაზრდა მონაწილეებმა ასევე მისცეს ინტერვიუები, რომლებიც ფირზე ჩაიწერა და შემდგომ გაშვებული იყო მისიის რადიო შოუს ეთერში 6 ოქტომბერს (მოუსმინეთ შოუს ყოველ ოთხშაბათს 6 საათზე რადიო "ოდიშზე"). ღონისძიების დასასრულს ყველაზე აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ მედლები, დიპლომები და სხვა პრიზები.