EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 18:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2342/?month=12&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 8 ოქტომბერს გამართულ 21- ე შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო გადაადგილების თავისუფლება და ბოლოდროინდელი ინციდენტები

12.10.2010

პარასკევს, 8 ოქტომბერს გალში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
 
მონაწილეებმა კონსტრუქციულად განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების საკითხები, კერძოდ, სკოლის  მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილება, ასევე განმარტებულ იქნა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის წესები და პრაქტიკული განხორცილება.

მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს რამოდენიმე ბოლოდროინდელი ინციდენტი, რომელიც მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ; აღნიშნული ინციდენტები მოიცავდა როგორც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულს, ასევე ისეთებს, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავარაუდოდ მიყენებულ შეურაცხყოფას. იმ დროს, როდესაც შეხვედრაზე ინფორმაციის გაცვლის პროცესში მიღებულ იქნა ახსნა რამოდენიმე ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით, სხვა ინციდენტების საკითხი ღიად დარჩა, იმ ინფორმაციის მიღებამდე, რომლის მოწოდებაც მოსალოდნელია შემდეგ შეხვედრაზე. ამასთანავე განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხი და ახალი ინფორმაციის მოძიებისთანავე ეს საკითხი კვლავ განიხილება.

ყველა მონაწილის შეთანხმებულმა ძალისხმევამ, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა განხილული საკითხის პოლიტიზირების არიდებისკენ მისცა მათ საშუალება ემუშავათ შემდგომი პროგრესისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროში.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება გალში, 2010 წლის 2 ნოემბერს.