EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 04:04:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2361/?year=2010&month=12
 
 უკან

მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი ედვარდი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ სადამკვირვებლო საქმიანობაში

08.11.2010

პარასკევს, 5 ნოემბერს მისი სამეფო უდიდესობულება, პრინცი ედვარდი, ვესექსის გრაფი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად ეწვია ოძისს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. ოძისში გამგზავრებამდე მას მიეწოდა ინფორმაცია მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ოძისში ჩასვლისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული სიტუაციის, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ხელმისაწვდომობისა და რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ. პრინცს ჰქონდა საშუალება თავად ეხილა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები, შეხვედროდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიტანელ დამკვირვებლებს და ქართულ საგუშაგოზე ესაუბრა პოლიციელებთან მათი საქმიანობის შესახებ.

პრინცი იმყოფებოდა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით თბილისში, კრწანისშიბრიტანეთის საელჩოს ახალი შენობის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით. იგი აგრეთვე შეხვდა საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს.