EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 07:04:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2701/?year=2011&month=12
 
 უკან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ლორი ბრისტოუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

16.06.2011
16 ივნისს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი ლორი ბრისტოუ, რომლის მოვალეობების სფერო საქართველოს მოიცავს, ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს. მას თან ახლდა ელჩი ჯუდით გოფი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისის ხელმძღვანელი პირები.  რეგიონალური ოფისის უფროსმა მეტ უოტლიმ ბატონ ბრისტოუს გააცნო ინფორმაცია მისიის და რეგიონალური ოფისის საერთო როლისა და საქმიანობის შესახებ. მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა ბოლოდროინდელი ინციდენტები, მიღწეული პროგრესი,  მისის სამომავლო  გამოწვევები, ისევე როგორც რეგიონში შექმნილი ზოგადი  ვითარება. ბატონმა  ბრისტოუმ  მაღალი შეფასება მისცა მისიის მუშაობას და განაცხადა, რომ მისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.