EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/11/2022 20:11:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2713/?year=2011&month=12
 
 უკან

პოლონეთის სეიმის მარშალი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

21.06.2011
20 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი გჟეგოჟ სხეტინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას თან ახლდა ელჩი ურშულა დოროშევსკა.

ბატონმა სხეტინამ მიიღო ინფორმაცია მისიის როლისა და საქმიანობის და ასევე რეგიონალური ოფისის მუშაობის ასპექტების შესახებ. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა უსაფრთხოების სიტუაციით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებით. მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა მისიის პოლონელ წევრებთან საქართველოს რეგიონებში მათი მუშაობის გამოცდილების შესახებ. მარშალმა მაღალი შეფასება მისცა მისიის მიერ შეტანილ წვლილს გაზრდილი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რეგიონში და მადლობა გადაუხადა პოლონელ თანამშრომლებს მათი თავდადებისა და ერთგულებისთვის.