EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/05/2024 00:05:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2727/?page=6&year=2011
 
 უკან

მცხეთის რეგიონალური ოფისი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ბავშვებს საცირკო წარმოდგენითა და სხვა აქტივობებით ეწვია

30.06.2011
მცხეთის რეგიონალური ოფისის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვები მათთვის სპეციალურად მომზადებულ მრავალ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. დაახლოებით 300 ბავშვი და სკოლის მოსწავლე, მშობლებთან ერთად, 23 ივნისს წეროვანის სკოლის საფეხბურთო მოედანზე ცირკი შაპიტო ანტრეს ინტერაქტიულ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად და სახეების მოსახატავად შეიკრიბა. ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბუკლეტები, პლაკატები, ბუშტები და ასევე ტკბილეული. ბავშვებმა, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ისიამოვნეს ერთობლივი დროსტარებით და ერთმანეთის უკეთ გაცნობით ასეთ მხიარულ და მსუბუქ ატმოსფეროში.