2011 წლის 5 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ნოდარ ხარშილაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ანჟეი ტიშკევიჩმა ხელი მოაწერეს ტექნიკურ შეთანხმებას (TA), რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში მისიის დაფარვის შორეული რეგიონებიდან მისიის პერსონალის ვერტმფრენით სამედიცინო ევაკუაციას. შემდგომი ტექნიკური დახმარება სწავლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთანხმების სრულ განხორციელებამდე. სტატუსი მისიის ხელშეკრულების შესახებ (SOMA) ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი დახმარება უნდა გაუწიოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის გაგრძელებას ადასტურებს.