EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 17:04:30
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2870/?year=2011&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვს ეწვია

29.11.2011

23-25 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანჟეი ტიშკევიჩი ეწვია მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ გრიგორი კარასინთან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ვიზიტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს  შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან პირადი კონტაქტების შექმნის, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობის ხაზგასმისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასა  და ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხების წამოყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველა შეხვედრა მეგობრულ და პროფესიულ ატმოსფეროში გაიმართა. მთლიანობაში, მისიის როლი და მუშაობა ზოგადად დადებითად შეფასდა და მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაყენებული საკითხები განიხილული იქნება.