EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 04:11:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2976/?page=7&year=2012
 
 უკან

გადაადგილების თავისუფლება იყო განხილული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ 34-ე შეხვედრაზე

01.03.2012

29 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით გალში გამართულ ოცდამეთოთხმეტე შეხვედრაში.

მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე დაკავების შემთხვევა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი რამდენიმე ბოლოდროინდელი ინციდენტი. მხარეებმა ასევე  განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფალებასთან დაკავშირებული საკითხები. მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები ენგურის ხიდზე მხოლოდ დროებითია.

აგრეთვე ისევ წამოიწია ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის მომცველ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართება გალში, 2012 წლის 23 მარტს