EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:56
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3016/?page=18&year=2012
 
 უკან

ნიჭიერი ქართველი მოზარდები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ

08.03.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით ხაზს უსვამს იმ ფატს, რომ მშვიდობა და განვითარება  ქალთა და მამაკაცთა აქტიურ მონაწილეობასა და თანასწორობას საჭიროებს და აღიარებს ქალთა როლს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. ასევე, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით, მისია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას კრიზისების მართვის პროცესში. ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა ფუნდამენტური უფლებაა. იგი  ევროკავშირის საყოველთაო ღირებულებასაც წარმოადგენს და განიხილება როგორც ლოგიკური წინაპირობა მდგრადი მშვიდობისა  და უსაფრთხოების მშენებლობის საქმეში.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურმა ოფისებმა სხვადასხვა ღონისძიებები მოაწყვეს თემაზე: ”ვაკავშირებთ გოგონებს, შთავაგონებთ წარმატებულ მომავალს”.

ამ ღონისძიებებში მონაწილეობა წარმატებულმა ქალებმა მიიღეს, რათა  სხვებისათვის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის სურვილი და  ისეთი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარება შთაეგონებინათ როგორიცაა მოლაპარაკება, ლიდერობა, კონფლიქტების მოგვარება, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება და კომუნიკაცია. ზემოთთქმულის მნიშვნელობას, მცხეთაში სამშაბათს წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა  ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმაც  გაუსვა ხაზი.

ქართველი გოგონებისაგან შემდგარმა სამმა ცნობილმა საესტრადო ჯგუფმა, ”ბზიკები”, ”მარიდარი” და ”ქენდი” (ამ უკანასკნელმა 2011 წლის საყმაწვილო ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა) მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში 6, 7 და 8 მარტს ადგილობრივ ფოლკლორის მოცეკვავეებთან და მომღერლებთან ერთად კონცერტი გამართეს. მათ კონცერტებს ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ასევე, პრეზენტაციები წარმოადგინეს სხვადასხვა პროფესიაში დასაქმებულმა წარმატებულმა ახალგაზრდა ქართველმა ქალებმა. მათ შორის იყვნენ შემდეგი პროფესიის ადამიანები: სამხედრო პილოტი, პოლიციის თანამშრომელი, იურისტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მხატვარი, ბიზნესის სფეროში მომუშავე ქალბატონი, უნივერსიტეტის რექტორი.