EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 20:11:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3018/?page=4&year=2011
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ 32-ე შეხვედრაზე დაკავების შემთხვევები და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

01.12.2011
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით გამართული ოცდამეთორმეტე შეხვედრა 2011 წლის 30 ნოემბერს გალში შედგა.

მონაწილეებმა  ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები განიხილეს და გაცვალეს ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით.  ასევე, განხილული იყო ენგურის ხიდსა და სხვა გადასასვლელებზე გადაადგილების თავისუფლების საკითხები. ამასთან, დაისვა დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი ქმედებების საჭიროების საკითხი. შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გალში, 2012 წლის 31 იანვარს გაიმართება.