EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2022 16:10:37
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3173/?year=2012&month=12
 
 უკან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია

30.05.2012
30 მაისს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის დელეგაცია მიიღო, რომელიც მსოფლიოს ოცი სხვადასხვა ქვეყანის წარმომადგენლისგან შედგებოდა.
სტუმრებს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მიკაელ სტეფენსონი მიესალმა და შემდეგ ისინი მისიის მანდატის, სტრუქტურისა და ვალდებულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ. პრეზენტაცია გორის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონაში მისიის საქმიანობას ეხებოდა.

ამის შემდეგ, სტუდენტები სადამკვირვებლო ჯგუფს ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე შეუერთდნენ და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება მოინახულეს. ორივე საველე ვიზიტი პრეზენტაციაში აღწერილ საკითხებს ეხებოდა. სტუმრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სოფელი ქვეში, სადაც სტუმრებიც იმყოფებოდნენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგად ფერმერებისთვის სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოება უფრო უსაფრთხო გახდა. ასევე, დიდი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ვიზიტით სტუდენტებს საშუალება მიეცათ იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებას და მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაცნობოდნენ.