EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 19:04:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3182/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ეწვია

01.06.2012
1 ივნისს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, ბატონი დირკ ნიბელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. 

დელეგაციას მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი მიესალმა და პოსტ-კონფლიქტურ გარემოში სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის საქმეში მისიის წვლილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი ტიშკევიჩი მადლობელი იყო გერმანიის მისიის მხარდაჭერისთვის, რადგან მისიის დაარსების დღიდან, საქართველოში ძალიან ბევრი გერმანელი დამკვირვებელი გამოიგზავნა. 

ელჩთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრი ნიბელი სადამკვირვებლო ჯგუფს ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაჰყვა, რათა თავისი თვალით ენახა ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და ნორმალიზაციის პროცესში მისიის მიერ გაწეული სამუშაო.