EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 14:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3209/?page=12&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ნატოს ევროატლანტიკური ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

19.06.2012

19 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ტიშკევიჩმა, ნატოს სამოქალაქო დაცვის ჯგუფისა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ბრიუსელის ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები მიიღო. სტუმრებს სურდათ მისიისათვის  ინფორმაცია მიეწოდებინათ ნატო/ევროატლანტიკური პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში "საქართველო 2012"-ის დეტალურ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების წვრთნას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია სწორად იქნას გაგებული მოცემული ღონისძიების არსი. წვრთნები თბილისში 2012 წლის სექტემბერში გაიმართება.

სტიქიური უბედურებების შედეგების მართვის წვრთნები, რომელიც ექვსი დღე გაგრძელდება, საველე საქმიანობას, სასწავლო პროგრამას, საოფისე და საშტაბო-სამეთაურეო მომზადებას მოიცავს. წვრთნებში მონაწილეობას ნატოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ნატოს სხვა მოკავშირეების, პარტნიორი ქვეყნების და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

"საქართველო 2012"-ის მიზანია სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისას გამოსცადოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ხარისხი და ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნული სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვას.