EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 12:11:53
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3242/?page=15&year=2012
 
 უკან

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

05.07.2012
4 ივლისს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მისი აღმატებულება ბატონი ჰერმან ვან რომპოი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას თან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კონფლიქტის საკითხებში ფილიპ ლეფორტი ახლდნენ.

ბატონ ვან  რომპოის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა უმასპინძლა და მისიის ამჟამინდელი პრიორიტეტები და სამომავლო გამოწვევები გააცნო. ბატონ ვან  რომპოის ასევე საშუალება ჰქონდა ოფისის თანამშრომლებს შეხვედროდა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, რომელიც სომხეთში ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანში გამგზავრებამდე საქართველოს მოკლე ვიზიტით ეწვია, განაცხადა, რომ ამჟამად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მეტად საჭირო და აქტუალურია“. მან ასევე თქვა, რომ  მისიის საქმიანობა დიდი მნიშვნელობის მატარებელია და მისიამ ბრიუსელში „მაღალი შეფასება დაიმსახურა“. ბატონმა ვან  რომპოიმ დასძინა, რომ მისიას "კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე აფასებს". მან განმარტა, რომ უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდა და ბრიუსელში ყურადრებით აკვირდებიან არსებულ სიტუაციას. მან ძალიან დიდი იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ გალის შეხვედრებთან დაკავშირებული პოზიციის შეცვლა შესაძლებელია. ბატონმა ვან  რომპოიმ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია მისიამ გააგრძელოს სადამკვირვებლო საქმიანობა ადგილზე, რომელსაც დადებითი შედეგი მოაქვს“ და რომ მისიამ „წამყვანი როლი შეასრულა“ ევროკავშირის საქმიანობაში რეგიონში. რეგიონალური ოფისიდან გამგზავრებამდე მან მადლიერება გამოხატა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც მისია ასრულებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის მონახულების შემდეგ, ბატონი ვან  რომპოი მცხეთის ცენტრში მდებარე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს ეწვია, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას და მის კოლეგებს ეს ისტორიული და რელიგიური ღირსშესანიშნაობა დაათვალიერებინეს.