EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 17:11:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3282/?month=12&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ახალ მინისტრს შეხვდა

01.08.2012

31 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, დალი ხომერიკს შეხვდა.  ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრისას მხარეებმა ერთობლივ ინტერესებსა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე ისაუბრეს. მისია, თავისი მანდატის ფარგლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობას აკვირდება. შეხვედრისას საუბარი ასევე საყოფაცხოვრებო საკითხებს, განსაკუთრებით კი მოსავლის აღებასა და ზამთრისათვის წინასწარ მზადებას შეეხო. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად პატრულირებს და ადგილზე არსებულ მდგომარეობას ინტენსიურად აკვირდება, მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან დევნილთა შესახებ რელევანტური ინფორმაციის გაზიარება შესთავაზა. ასევე, ელჩმა ტიშკევიჩმა დევნილებთან დაკავშირებულ პროექტებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვის მიმართ გამოთქვა მხარდაჭერა .