EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2022 19:10:42
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3309/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი ადმინისტრაციული საზღვრის 300 კილომეტრს მოიცავს

31.08.2012

29 აგვისტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამი წარმომადგენელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. ჯგუფი, მისიის თანამშრომლებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იქ არსებული ვითარების ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და დღე-ღამის განმავლობაში თხუთმეტამდე სადამკვირვებლო ჯგუფს აგაზვნის პატრულებაზე. 

ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის დელეგაციამ დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისაგან ინფორმაცია მიიღო. გორის რეგიონალური ოფისი, დასავლეთში სოფელ ონიდან აღმოსავლეთში თვაურებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი და ადმინისტრაციული საზღვრის თითქმის 300 კილომეტრს მოიცავს.