EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2022 20:10:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3321/?year=2012&month=12
 
 უკან

ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა

06.09.2012

6 სექტემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდნენ.

ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მისიის დამკვირვებელთა ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის" წარმომადგენლებს ქალბატონ თეა მაისურაძესა და თამარ ვაშაკიძეს შეხვდა. ორგანიზაცია თბილისში მდებარეობს და 2010 წლის 15 იანვარს დაარსდა. "კოალიცია სამართლიანობისათვის" იძულებით გადაადგილებულ პირთა ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნების უფლებასა და მათი საკუთრების უფლების აღიარებაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე, ორგანიზაცია, აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.

ინფორმაციის გაცვლის მიზნით, "კოალიცია სამართლიანობისათვის" ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს რეგულარულად ატარებს შეხვედრებს სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. "კოალიცია სამართლიანობისათვის" აპირებს წარადგინოს მოკლე პრეზენტაცია ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების დაცვის ბიუროს წლიურ შეხვედარზე, რომელიც ადამიანური განზომილების სფეროში განხორციელების ზომებს ეძღვნება და 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ვარშავაში გაიმართება. შესაბამისად, ორგანიზაცია მზადების პროცესშია და ადამიანის უფლებების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია სამართლიანობისათვის" ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობის აუცილებლობას, როგორიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა.

"კოალიცია სამართლიანობისათვის" წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოღვაწეობას და მეტად კმაყოფილნი დარჩნენ იმ ინფორმაციით, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ შეაგროვეს. ასევე, აღინიშნა დე-ფაქტო აფხაზურ ხელისუფლებასა და რუს მესაზღვრეებთან ცხელი ხაზის ფუნქციონირების მნიშვნელობა და მისი როლი კრიტიკული შემთხვევების განმუხტვისას და მხარეებს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.