EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 06:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3322/?page=20&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ერთი წლით გააგრძელა

13.09.2012
2012 წლის 13 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2013 წლის 14 სექტემბრამდე კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე მიიღო გადაწყვეტილება. წლევანდელი მანდატის ბიუჯეტისათვის 20.9 მილიონი ევრო გამოიყო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა: "გასული ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, საქართველოსა და რეგიონში,  უსაფრთხოების და სტაბილურობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მივესალმები მისიის მანდატის გაგრძელებას ერთი წლით, რაც მას საშუალებას მისცემს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად იგივე ძალისხმევით განაგრძოს მუშაობა".

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი მგოვარებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილემ იგივე ძალისხმევით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შედეგად ნაკისრი ვალდებულებები. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები იმ პრობლემების გადაწვეტის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლებიც ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილეს იმუშაოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის/ზუგდიდის შეხვედრების განახლების თაობაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დამოუკიდებელი მისიაა, რომელიც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ფუნქციონირებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტაბილურობას მთელს საქართველოში და მის მიმდებარე რეგიონში, მათ შორის სტაბილიზაციის პროცესთან დაკავშირებული მდგომარეობის მონიტორინგისა და ანალიზის მეშვეობით.

დღევანდელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არსებული წერილობითი პროცედურების დაცვით.