EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2022 17:10:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3325/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროპის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია

17.09.2012
2012 წლის 17 სექტემბერს ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში მათ კოლეგა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიზიტად იმყოფებოდნენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვივნენ. სტუმრებს მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი შეხვდა. მათთვის გამართულ ბრიფინგზე, ვიზიტორებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისიის მიღწევებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
 
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მისიის როლს „ყველა მხარესთან სიტუაციის განმუხტვაში“ და განაცხადეს, რომ მისიის საქმიანობა უნდა გაგრძელდეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვანია და მათთვის მეტად სასარგებლო იყო მოცემული კუთხით მისიის საქმიანობის გაცნობა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნები მისიას არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერენ მხარს, არამედ მხარდაჭერას მისიაში თანამშრომლების გამოგზავნითაც გამოხატავენ.

ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი სტუმრებს ესალმება