EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/09/2022 12:09:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3347/?year=2012&month=12
 
 უკან

პატრულირება ონში

25.09.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი დროდადრო ონის მიდამოებში პატრულირებს. ეს ტერიტორია რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონის ყველაზე შორეულ წერტილს წარმოადგენს. ონი რაჭის მთიანი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც სამხრეთ ოსეთთან გამავალი ადმინისტრაციული საზღვარი მხოლოდ ზაფხულის პერიოდშია ხელმისაწვდომი. რაიონში ჩატარებული უკანასკნელი პატრულირების დროს სადამკვირვებლო ჯგუფი მამისონის უღელტეხილის მიმდებარე რეგიონში იმყოფებოდა, სადაც როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ასევე საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მდებარეობს. სადამკვირვებლო ჯგუფმა ხანგრძლივი და რთული გზა განვლო და ზღვის დონიდან 2,500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დანიშნულების ადგილს მიაღწია. მეორე დღეს დამკვირვებლები სოფელ ირში და წედისში იმყოფებოდნენ, რათა მამისონის უღელტეხილის სამხრეთით მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარს დაკვირვებოდნენ. ისინი ასევე ადგილობრივ მოსახლეობას მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ. პატრულირების დასრულების შემდეგ დამკვირვებლებმა ანგარიში წარადგინეს, რომელიც ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს მიაწვდის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიზანს სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია და ნდობის აღდგენა წარმოადგენს, რაც მისიის მანდატით არის განსაზღვრული.