EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3350/?page=8&year=2012
 
 უკან

ევროკავშირი მშვიდობის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა

13.10.2012

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს გადაეცემა. ევროკავშირმა და მისმა წინამორბედებმა ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ევროპაში მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტრინ ეშტონმა განაცხადა:

"მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს 2012 წლის ნობელის პრემია მიენიჭა იმ მუშაობის აღსანიშნავად, რომელიც მან გასწია შერიგების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის, მშვიდობისა და სტაბილურობის არეალის კონტინენტის მასშტაბით გაფართოების თვალსაზრისით.

ევროკავშირის ქვეყნებში, ისტორიული მტრები გახდნენ ახლო პარტნიორები და მეგობრები.

ამაყი ვარ, რომ ამ მუშაობის გაგრძელებაში ვმონაწილეობ. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის შექმნამ საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა კომპლექსური მიდგომა, რათა უკეთ ხელი შევუწყოთ ევროპის ძირითადი ფასეულობების მთელ მსოფლიოში განვითარებას.

მე დაუღალავად გავაგრძელებ მუშაობას ამ პროცესის განსავითარებლად."

ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის და კომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: "ევროკავშირმა თავის სათავესთან შეკრიბა ამ კონტინენტზე მომხდარი გამანადგურებელი მსოფლიო ომების ნანგრევებზე დარჩენილი ქვეყნები და გააერთიანა ისინი პროექტში მშვიდობისათვის. უკანასკნელი სამოცი წლის განმავლობაში, ევროკავშირმა გააერთიანა ცივი ომით გაყოფილი კონტინენტი ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა."

გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა დღეს ევროკავშირის მიულოცა 2012 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვება, აღნიშნა გაეროსთან თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების, ადამიანის უფლებების მხარდაჭერის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

"დღეს გაეროს შეუცვლელ პარტნიორს წილად ხვდა ევროპასა და მთელს მსოფლიოში მისი მიღწევებისა და მისი მნიშვნელობის დამსახურებული აღიარება", განაცხადა ბატონმა პან გი მუნმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ასევე მიულოცა ევროკავშირს და თქვა, რომ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ასახავს გაერთიანების დაუღალავ მუშაობას ერთობისკენ სწრაფვისას.

"მინდა მივულოცო ევროკავშირს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. რა თქმა უნდა საკმაოდ მნიშვნელოვანია დავინახოთ, თუ რამდენად ერთიანი და მშვიდობიანია ევროპა 21 საუკუნეში და ეს არ მომხდარა გარემოებათა შემთხვევითი დაემთხვევით," განაცხადა კლინტონმა. "ეს მოხდა ლიდერების და მოქალაქეების მძიმე შრომისა და საქმისადმი ერთგულების გამო მთელი ევროპის მასშტაბით" - დასძინა მან.

ომებს შორის პერიოდში, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა დააჯილდოვა რამდენიმე პირი, ვინც ცდილობდა გერმანიისა და საფრანგეთის შერიგებას. 1945 წლიდან ეს შერიგება რეალობა გახდა. საშინელმა ტანჯვამ მეორე მსოფლიო ომის დროს გვიჩვენა, რომ საჭიროა ახალი ევროპა. სამოცდაათი წლის განმავლობაში საფრანგეთმა და გერმანიამ სამჯერ იომ ეს. დღეს ომი გერმანიასა და საფრანგეთს შორის წარმოუდგენელია. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ისტორიული მტრები ახლო პარტნიორები გახდ ნენ სწორად მიმართული ძალისხმევისა და ურთიერთნდობის განვითარების მეშვეობით.

1980-იან წლებში, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია ევროკავშირს შეუერთდა. მათი წევრობის პირობა იყო დემოკრატიის განვითარება. ბერლინის კედლის დაცემამ შესაძლებელი გახადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რითაც ევროპის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. გამიჯნვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უმეტესწილად დასრულდა; დემოკრატია გაძლიერდა, ეთნიკურ ნიადაგზე წამოჭრილი ბევრი კონფლიქტი მოგვარდა.

მომავალ წელს ხორვატიის ევროკავშირის წევრად მიღება, მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება და სერბეთისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბალკანეთში შერიგების პროცესს აძლიერებს. გასული ათწლეულის განმავლობაში, თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობამ ასევე განავითარა დემოკრატია და ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში.

ამჟამად ევროკავშირი მძიმე ეკონომიკურ სირთულეებსა და მნიშვნელოვან სოციალურ მღელვარებას განიცდის. ნორვეგიის ნობელის კომიტეტს სურს ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რასაც ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ხედავს: ეს არის წარმატებული ბრძოლა მშვიდობისა და შერიგებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ევროკავშირის მასტაბილიზირებელმა როლმა ხელი შეუწყო ევროპის უდიდესი ნაწილის ომის კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად გარდაქმნას.

ევროკავშირის მუშაობა წარმოადრენს "ძმობას ერებს შორის", და შეადგენს "სამშვიდობო კონფერენციების" ფორმას, რომელიც ალფრედ ნობელს თავის 1895 წლის ანდერძში მშვიდობის პრემიის კრიტერიუმებად მოჰყავს.