EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/05/2024 04:05:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3368/?q=&year=2012&page=17
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა გორში გაიხსნა

23.10.2012
აღდგენილ გორის ძველ უბანში, ახლად გარემონტებულ შენობაში, 19 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა "სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან" გაიხსნა. ღონისძიება მისიის დამკვირვებლის რეი კუპერის ფოტონამუშევრების თბილისსა და მცხეთაში წარმატებული გამოფენის გაგრძელებაა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში გაჩნდა იდეა გადაღებულიყო პროფესიონალური ფოტოები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ამჟამად მისია ორმოცდასამი შთამბეჭდავი ფოტოსგან შემდგარ გამოფენას მასპინძლობს. მიწვეულ სტუმრებთან და ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად, გამოფენა საზეიმოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მანფრედ მაიერმა გახსნა. ფოტოსურათების სანახავად გამოფენას პირველ დღეს 115 სტუმარი ეწვია. ფოტოსურათები ასახავს იმ ყოველდღიურ გარემოს, რომელშიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებს. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და იგი ღიაა ყოველ დღე 28 ოქტომბრამდე 12.00-დან 18.00 საათამდე. გვეწვიეთ!