EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 15:11:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3384/?page=13&year=2012
 
 უკან

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების განცდა გაძლიერდა

23.10.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ფარგლებში, ნორმალიზაციის კუთხით გაწეული საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს ადმინისტრაციულ საზღვართან ფერმერების მიერ მიწების დამუშავების შესაძლებლობაზე დაკვირვება წარმოადგენს. გასულ პერიოდში, მრავალი ანგარიში დაიწერა იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა დაკავების შიშით ვერ ბედავს მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებამდე მისვლას. მისია ყურადღებით აკვირდება ამ მგრძნობიარე საკითხს და არაერთხელ წამოჭრა ეს თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. აღნიშნული შეხვედრების მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის შედეგად, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების განცდა გაძლიერდა. მისიის სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ ბოლო დროს შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ზოგ მიდამოში ფერმერები ამჟამად თვლიან, რომ მათ მიერ მიწების დამუშავება უსაფრთხოა. ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ მადლობაც კი გადაუხადა ევროკავშირის დამკვირვებლებს ადგილზე მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რადგან ადგილობრივების აზრით ამან წვლილი შეიტანა ზემოთაღნიშნული შედეგის მიღწევაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას რათა არ დაუშვას საომარი მოქმედებების განახლება და ხელი შეუწყოს უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენას.