EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 17:04:33
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3387/?year=2012&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სკოლას ეწვია

23.10.2012
ზუგდიდის რეგიონალური ოფისიდან განხორციელებული პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო დაწყებით სკოლას ეწვია. ვიზიტი მისიის მიერ სკოლის მოსწავლეთა თავისუფალ გადაადგილებაზე დაკვირვებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა.

სკოლაში ასზე მეტი მოსწავლეა და აქედან თითქმის ნახევარი ყოველდღიურად კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთიდან. სკოლის დირექტორმა და მოსწავლეების მშობელთა ნაწილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მათ განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს მისიის მიერ გაწეულ დახმარებას დიალოგის ხელშეწყობის და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების მოგვარების საკითხებში.

მისია აგრძელებს ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებას.