EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 15:11:28
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3397/?month=12&year=2012
 
 უკან

მისია ზამთრის პერიოდისათვის მზადების პროცესს აკვირდება

02.11.2012
წლის ამ პერიოდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიდ ყურადღებას უთმობს იმაზე დაკვირვებას აქვს თუ არა ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით მათ ვინც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს, საჭირო რესურსები, რათა ზამთრის პერიოდს გაუმკლავდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოწყვლად რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში სპეციალურ პატრულირებაზე აგზავნის დამკვირვებლებს რათა მათ შეაგროვონ ინფორმაცია თუ როგორ ემზადება ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ზამთრის პერიოდისათვის. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას დაკავების შიშით, ადგილობრივ მოსახლეობას ზოგჯერ უჭირს შეშის შეგროვება. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ტიშკევიჩმა სთხოვა მონაწილეებს გამოიჩინონ შემწყნარებლური დამოკიდებულება ადმინისტრაციული საზღვრის შემთხვევით გადამკვეთი პირების მიმართ.

გასული წლების მსგავსად, მისია გაუზიარებს შეგროვებულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა აღმოუჩინონ დახმარება მათ ვისაც ეს სჭირდება.