EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2022 22:10:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3407/?year=2012&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვია

02.11.2012
2 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი, რომელსაც 2008 წლის ოქტომბერში მისიის ჩამოსვლისას ჩაეყარა საფუძველი. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ელჩმა ტიშკევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას. მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუქვა და მისიის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მისივე თქმით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობას.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო