EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
11/06/2024 21:06:17
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3417/?page=21&year=2012
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

08.11.2012

1 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა .

მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ადგილზე სტაბილურობის გაუმჯობესების პროცესში.

ბატონი ზაქარეიშვილის თქმით სამინისტრო უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს მისიასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა.