EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 20:11:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3418/?month=12&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა ზუგდიდში გაგრძელდა

02.11.2012
თბილისში, მცხეთასა და გორში მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ, 2 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა. გამოფენა 11 ნოემბერამდე გაგრძელდება. გახსნის ცერემონიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხემძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჯეკ სტევნსბორგი სტუმრებს მიესალმა და მისიის  გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელის რეი კუპერის მიერ გადაღებული ფოტოებისაგან შემდგარი  გამოფენის იდეა აუხსნა. ჯეკ სტევნსბორგმა ასევე ყურადღება გაამახვილა მისიის დამკვირვებელთა მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანთა უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილზე. რეგიონული ტელე- რადიო კომპანია "ოდიშის", ინტერნეტ სააგენტო "პრესა.ჯისა" და რადიო "ათინათის" წარმომადგენლებმა რეი კუპერს და ჯეკ სტევნსბორგს  გამოფენის შესახებ ინტერვიუ ჩამოართვეს. სტუმრების თქმით, გამოფენილმა ფოტოებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.