EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/12/2022 16:12:09
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3482/?year=2012&month=12
 
 უკან

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

22.11.2012
22 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბატონი დევიდ ლიდინგტონი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯუდით გოფის თანხლებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია. მინისტრს მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი და მისიის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები შეხვდნენ. სტუმარი გაეცნო ინფორმაციას მისიის როლის, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე საქმიანობისა და არსებული ვითარების შესახებ. 

ბატონმა ლიდინგტონმა მისიას მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის განსაკუთრებით ბოლო თვეების მოვლენების ფონზე, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები კავკასია 2012 და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. ბატონი ლიდინგტონი დაინტერესებული იყო თუ რა არსებული გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათ შორის განიხილეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის შესაძლებლობის არქონა, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების შეფერხება და საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობის დამყარების საკითხები. მინისტრმა ასევე მიიღო პირობა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მაქსიმალურად იყენებს ხელთ არსებულ რესურსებს და შესაძლებლობებს.