EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 15:11:59
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3519/?month=12&year=2012
 
 უკან

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის ხელშეწყობა ეროვნული სამზარეულოს ფესტივალზე

30.11.2012
25 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ხურჩაში გამართულ ეროვნული სამზარეულოს ფესტივალს დაესწრნენ. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა მხარის მაცხოვრებელთა შეკრება და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება. ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო ქართულ - აფხაზურ და ქართულ -ოსურ დიალოგს კულინარიული და კულტურული გამოცდილების გაზიარების საშუალებით. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძები საქართველოს ყველა კუთხიდან და ასევე სხვადასხვა ერების და ეთნიკური ჯგუფების გემრიელი კერძები, მათ შორის აფხაზური და ოსური სამზარეულოები. სტუმრებს მოხარშული ხინკლის, უკრაინული შაშხის, სხვადასხვა ნამცხვრებისა და მრავალი სხვა კერძის დაგემოვნეის ასაშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ხალხური ცეკვები, სიმღერები და ხალხური რეწვის ნიმუშები.

ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა გამოიყენა შესაძლებლობა და წამოიწყო ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ამ საკითხისადმი მიძღვნილი 16 დღიანი ღონისძიებების მხარდაჭერა, რასაც მაღალი შეფასება მიეცა.