EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/09/2022 13:09:50
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3533/?year=2012&month=12
 
 უკან

ამერიკის ელჩი საქართველოში: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

05.12.2012
5 დეკემბერს რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. მას მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა და მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სექტემბერში დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  სათავო ოფისში ელჩი მანამდე უკვე სტუმრობდა გორის რეგიონალურ ოფისს. 

მისიის ხელმძღვანელმა უმაღლესი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოში ამერიკის საელჩოს შორის საქმიან დონეზე არსებულ ურთოერთობებს.

ელჩმა ნორლანდმა მადლობა გადაუხადა მისიის ხელმძღვანელობას ვიზიტის ორგანიზებისა და მიმდინარე უსაფრთხოების მდგომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის მიერ ადგილზე განხორციელებული საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომ მისიის გარეშე მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აქტიური მუშაობა უნდა განაგრძონ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა გააგრძელოს სტაბილურობისაკენ მიმართული საქმიანობა, რათა ბატონი ნორლანდის თქმით: „ყოველ ჯერზე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწიოთ".