7 დეკემბერს ფრანსუა დელაჰუსი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის, ცენტრალური აზიის და კონტინენტური ევროპის განყოფილების დირექტორის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. მას თან ახლდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე ქსავიე რუარდი.
სტუმრებს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა და მისმა მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლეს. ვიზიტორებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების მდგომარეობის, მისიის მანდატის, სტრუქტურის და ბოლო მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ბატონმა დელაჰუსმა მაღალი შეფასება მისცა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც მისია ახორციელებს. მან ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე რეგიონებში სტაბილურობის ხელშესაწყობად განხორციელებულ საქმიანობაზე. დირექტორის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა მისიას ევროკავშირის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის ობიექტური ანგარიშების წარდგენისათვის. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთი აგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მისი ხელმძღვანელის სრულ მხარდაჭერას.
თავის მხრივ, ელჩმა ტიშკევიჩმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ დელაჰუსს საფრანგეთის მიერ მისიის მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.