EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 17:04:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3559/?year=2012&month=12
 
 უკან

გორში უმცირესობების უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

11.12.2012

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა უმცირესობათა უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა. კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა და მას მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სტუდენტი დაესწრო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის აპარატის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების გამართულმა პრეზენტაციებმა მოწონება დაიმსახურა. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოში უმცირესობების უფლებების სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ძველი და არსებული გამოწვევები იურიდიული, პოლიტიკური და ანთროპოლოგიური კუთხით იყო გაანალიზებული. ღონისძიება ქართულმა მედიამ გააშუქა.