EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 15:04:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3560/?year=2012&month=12
 
 უკან

მცხეთაში გენდერული ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა

12.12.2012
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესა და ქალებისა და გოგონების  მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის დასრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა  მცხეთის საჯარო ბიბლიოთეკაში კონფერენცია გამართა. კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო, ქალთა ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ პოლიციისა და მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები. მცხეთა - მთიანეთის რეგიონის პოლიციელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42 მუხლის" საბჭოს წევრმა და ქალთა ორგანიზაციის „ფონდი ტასო“-ს დირექტორმა თავიანთ პრეზენტაციებში გენდერული ძალადობის  სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ასევე ნაჩვენები იყო ვიდეო-კლიპები საკითხის გლობალური ხასიათის წარმოსაჩენად და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივი ძალისხმევის წასახალისებლად.