EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/06/2024 22:06:20
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3574/?year=2012&month=12
 
 უკან

ბელგიის დელეგაცია ადმინისტრაციულ საზღვართან: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ადგილზე გაცნობა მეტად მნიშვნელოვანია

18.12.2012
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ადგილზე გაცნობა მეტად მნიშვნელოვანია" - განაცხადა საქართველოში ბელგიის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილემ პიტერ ბუმსმა, რომელიც 18 დეკემბერს, დიდთოვლობისას, მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფს პატრულირებაზე გაჰყვა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია მისიის საქმიანობაში მისი ქვეყნის აქტიური მონაწილეობით. ბატონი ბუმსი დეტალურად გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მცხეთის რეგიონალური ოფისის მუშაობის და დაგეგმილი პატრულირების შესახებ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ბრიფინგის შემდეგ, ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გასაცნობად, ბატონი ბუმსი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისში მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ზამთრის პირობებში განხორციელებულ პატრულირებაზე გაემგზავრა.