EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 02:11:17
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36616/?page=1&year=2019
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ეწვია სამცხე-ჯავახეთს და ადგილობრივ სომხურ თემს მისიის მანდატი გააცნო

12.08.2019

9 აგვისტოს, ბატონი ერიკ ჰოგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი  სამცხე-ჯავახეთში ახალციხეს ეწვია. ვიზიტის დროს ბ-ნი ჰოგი ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბატონმა ჰოგმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში 11 წლიანი მუდმივი ყოფნის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც მონაწილეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიით გაგრძელდა. ლექციის დროს მისიის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზნები და აქტივობები, ხაზი გაუსვა მისიის როლს სტაბილურობის ხელშეწყობის და ნდობის აღდგენაში. მისიის ხემძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოხსენებათა  მიუკერძოებლობაზე, რომელიც თავის მხრივ სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული.

მოგვიანებით ბატონმა ჰოგმა ინტერვიუ მისცა მეცხრე არხს რომელიც ეთერში გავა თოქ-შოუ „დიალოგის“-ის ფარგლებში 15 აგვისტოს.

ორივე ღონისძიება დაგეგმილი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის სტრატეგიის ფარგლებში, მისიის მანდატის და საქმიანობის ცნობადობის გასაზრდელად საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ჩათვლით. ახალციხეში ჩატარებული ღონისძიება დაემთხვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებ გვერდის, euum.eu- ს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გაშვებას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სადამკვირვებლო მისიისთვის განსაზღვრული მანდატის მიხედვით, მისია მოიცავს საქართველოს სრულ ტერიტორიას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვეული სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მისიის პატრულები რეგულარულად დადიან სამცხე-ჯავახეთშიც.

ახალციხეში ჩატარებული ღონიძიებები ორგანიზებული იყო ევროკავშირსა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ.


 

 საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი ესაუბრება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ

 მისიის ხემძღვანელმა ახსნა მისიის მანდატი და უნიკალური როლი რომელსაც მისია ასრულებს სტაბილურობის შენარჩუნებასა და ნდობის აღდგენაში

 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ მასალები ქართულ და რუსულ ენაზე, ჟურნალ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელი“-ის ჩათვლით სომხურ ენაზე ხელმისაწვდომი იყო დამსწრეთათვის

  ბ-ნი ჰოგი ადგილობრივი მეცხრე არხის  თოქშოუ "დიალოგ"-ში მონაწილეობს