EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 02:11:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36653/?page=5&year=2019
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში პირველი სამოქალაქო მისია, რომელიც 28-ვე წევრი ქვეყნით არის წარმოდგენილი

21.10.2019
21 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში პირველი სამოქალაქო მისია გახდა, რომელიც ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნით არის წარმოდგენილი.

ამის აღსანიშნავად, მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა განაცხადა:

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დღეისათვის არის პირველი მისია საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნიდან არიან თანამშრომლები. ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო  28 წევრი ქვეყნიდან წარმოდგენილი კოლეგების მიმართ მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის და ევროკავშირის წევრ ქვეყანათა დედაქალაქების მიმართ მათ მიერ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისთვის.“

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა ადგილზე, რომელიც აკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებას და საცხოვრებელ პირობებს.


ინფორმაცია მისიის შესახებ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ევროკავშირის შეუიარაღებელი, სამოქალაქო მისია. მან საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 ოქტომბერს რათა დაკვირვებოდა შესაბამისობას იმ 6 პუნქტიან შეთანხმებასათან, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. მისიის ექსპერტები წელიწადში 365 დღე პატრულირებენ და რეგულარულად აკეთებენ მოხსენებებს მათი დაკვირვებების შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუციებში. 
საქართველოში მყოფი, ევროკავშირის 200-ზე მეტი  დამკვირვებლის მეშვეობით მისია გამოხატავს ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ. 
ამჟამად მისიას ხელმღვანელობს ერიკ ჰოეგი, მაღალი რანგის დანიელი დიპლომატი.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი ამოცანებია:
სტაბილიზაცია: ადგილზე ვითარების დაკვირვება, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის. რეგულარულ პატრულირებასთან ერთად, მისია ეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებას ცხელი ხაზის ოპერირებით ინციდენტთა  რეალურ დროში გადასაწყვეტად. 
ნორმალიზაცია: დაკვირვება  გავლენაზე, რომელიც კონფლიქტმა იქონია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ან 2008 წლის ომის შედეგად იძულებით მოსახლეობაზე.
ნდობის აღდგენა: დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობით.
ევროკავშირის პოლიტიკის ინფორმირება: ინფორმაციის და ანალიზის მიწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის.