EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 01:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36678/?month=12&year=2019
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

21.11.2019
2019 წლის 20 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  ქეთრინ ფიერონი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მან ჩაატარა ლექცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში 11 წლიანი მუდმივი ყოფნის, მისიის მიზნებსა და აქტივობების შესახებ. ლექციას დაესწრო საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულეტეტების 50 სტუდენტი. 

საკუთარ ლექციაში მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა მისიის როლს სტაბილურობის და ნდობის გაზრდის მხარდაჭერაში. ქალბატონმა ფიერონმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მისიის მუშაობა დაფუძნებულია მოქმედების მიუკერძოებლობის პრინციპზე რათა მოხდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიუკერძოებლად ინფორმირება.

ლექცია ასევე მოიცავდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გაშლის ისტორიას, მისი მანდატის და ქმედებების აღწერას, კონკრეტულად კი კვირაში 7 დღე 24 საათიან პატრულირებას და დაკვირვებას. ის ასევე შეეხო ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, ნდობის აღდგენის ისეთი მექანიზმების გამოყენებას როგორებიცაა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს, ცხელ ხაზს და მისიის მუშაობას სამოქალაქო საზოგადოებასთან როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მისი მიზნების მისაღწევად. 

შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომლის დროსაც საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო და სოციალური მეცნიერებათა მომავალი ექსპერტები და მეცნიერები ცნობისმოყვარედ შეეცადნენ გაეგოთ ინფორმაცია მისიის ხელმძღვანელის მოვალების შემსრულებლისგან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და კონფლიქტის გადაწყვეტის მომავლის შესახებ. დისკუსია აქტიურად, დამაფიქრებლად და საინტერესოდ წარიმართა.



თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი ქ-ნი თინათინ ქაროსანიძე  მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს დამსწრე აუდიტორიას  აცნობს


მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მისიის მანდატის საფუძვლებს ხსნის 


თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესებულები არიან მისიის მიერ გაწეული საქმიანობით


ქ-ნი ფიერონი წარმოადგენს მოკლე მიმოხილვას მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის აქტივაციის, მისის სტრუქტურის და იმ დადებითი გავლენის შესახებ, რომელსაც ის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს ახდენს