EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/05/2024 07:05:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3668/?year=2013&month=12
 
 უკან

სტუმრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან

28.02.2013
27 თებერვალს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში შარლოტ ჰანტერი და ჩრდილოეთ ირლანდიის მოწვეული კონსულტანტი სტივენ ლიჩი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვიენ.

სტუმრებმა, რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ლიდერმა და საოპერაციო საქმიანობის ოფიცერმა სიღრმისეულად განიხილეს  ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული საკითხები და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებები. მოგვიანებით,  ქალბატონი ჰანტერი და ბატონი ლიჩი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდთან პატრულირებაზე გაემგზავრნენ, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნენ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც ესაუბრნენ. 

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე