EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/12/2024 10:12:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36722/?year=2019&month=12
 
 უკან

ერიკ ჰოგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ასრულებს საკუთარ საქმიანობას საქართველოში

31.12.2019
დღეს, ერიკ ჰოგმა ოფიციალურად დაასრულა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე მოღვაწეობა, თანამდებობაზე რომელსაც ის იკავებდა 2017 წლის დეკემბრიდან. მანამდე, იმავე წლის სექტემბრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა, უფრო ადრე კი მუშაობდა 2 წელიწადნახევარი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობის დაწყებამდე, ბატონი ჰოგი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ორმხირივი ისე მრავალმხრივი დიპლომატიის კუთხით. მას ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები კოპენჰაგენში და მისიებში საზღვარგარეთ.

მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ბატონი ჰოგი თანათავმჯდომარეობდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ერგნეთში, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად. ის ასევე მონაწილეობას იღებდა გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებშიც. ბატონი ჰოგი ესწრებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ისევე როგორც მისიის სხვა ხელმძღვანელები მანამდე - აწვდიდა რა დისკუსიების მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შეფასებას.

მისიის დატოვებამდე, ერიკ ჰოგმა გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრები მინისტრებთან და მაღალი თანამდებობის პირებთან-მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა გამოხატეს მადლიერება მისიის როლის მიმართ, ბატონი ჰოეგის ხელმძღვანელობით ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყოფნის თავის ბოლო დღეს, ბატონმა ჰოგმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
 
“ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა. მისია მხარს უჭერს ადგილზე უსაფრთხოებას. მისი სადამკვირვებლო, ანგარიშგების და საშუამავლო ძალისხმევა უდავოა. ეს ასევე აისახება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერაში. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პირველია საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ მისიებს შორის, რომელშიც წარმოდგენილია თანამშრომლები ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნიდან.   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახლაც ზრდის თანამშრომელთა რაოდენობას და განავითარებს სადამკვრივებლო საქმიანობის მიდგომებს, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.  დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მისი თავდადებული, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე თანამშრომლებით, განაგრძობს ეფექტურ მუშაობას რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით.“

ბატონი ჰოგი 2020 წლის იანვრიდან განაგრძობს საქმიანობას კოლუმბიის რესპუბლიკაში დანიის ელჩის თანამდებობაზე.

ქალბატონი ქეით ფიერონი შეასრულებს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე.