EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36798/?page=2&year=2020
 
 უკან

ევროკავშირი ხაზს უსვამს თავისუფალი მედიის მნიშვნელობას და იწყებს ევროკავშირის 2020 წლის პრემიის პროექტს ჟურნალისტიკაში, პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად

04.05.2020
3 მაისის, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად და ამ წლის თემის „ჟურნალისტიკა შიშის და მიკერძოების გარეშე“ შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

”დღეს, უპრეცედენტო (Covid ომის) დროს, ვირუსზე სწრაფად მხოლოდ დეზინფორმაცია და ყალბი ისტორიები ვრცელდება. შესაბამისად, წლევანდელი 3 მაისის, პრესის თავისუფლების  მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები არიან წინა ხაზზე და გვაწვდიან ინფორმაციას ისეთ ვითარებაში, როდესაც ყველაზე მეტად ვართ მათ შრომაზე დამოკიდებულნი. მე ვენდობი მათ მუდმივ სიფხიზლეს და ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას. მედია მთავარ როლს ასრულებს ნებისმიერ თავისუფალ და ღია საზოგადოებაში. ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე, რომელიც წლევანდელი დღესასწაულის თემაა,  საკმარისად ასახავს კარგი ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის ცილისწამების ან ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია  გლობალურ დონეზე განიცდის, ევროკავშირი დარჩება მისი მტკიცე მოკავშირედ, დამცველად და მხარდამჭერად. ”

ტრადიციისამებრ, ელჩმა ჰარცელმა გამოიყენა შესაძლებლობა და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში 2020 წლის ევროკავშირის  პრიზის მოსაპოვებლად:
 
„დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ ვაცხადებთ მეცხრე კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმის და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების განმტკიცება და დაჯილდოება. შარშან პატივი მქონდა დამეჯილდოვებინა ჟურნალისტური საქმიანობის ნამდვილად განმაცვიფრებელი ნიმუშები. იმედი მაქვს და მჯერა, რომ კონკურსანტები კიდევ უფრო გააუმჯობესებენ ამ მიღწევას 2020 წელს. ”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შიგელმა კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ნდობის აღდგენის პოტენციალი  დაკავშირებულია მედიის მიერ საკითხის გაშუქების და საზოგადოების ინფორმირების ხასიათთან. ჩვენ გვსურს გავიგოთ ისტორიები რომლებიც, გადმოცემულია სენსიტიურად, პროფესიონალიზმით და ასახავს როგორც კონფლიქტურ ვითარებას ისე ადამიანებს  რომლებიც დაზიანდნენ ამ ვითარებით.’’
 
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.  ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს  7 კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ:  https://www.euprizejournalism.ge/ge/rules
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით.
სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: www.euprizejournalism.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში:  თამრიკო მიქაძე,  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გერზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), nino@iwpr.net
 
***
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების ძიების დროს დაიღუპნენ.
 
2020 წლის 3 მაისის თემაა „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“. მისი მიზანია, ზომების მიღება მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღის 2020 წლის თემა მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, სასამართლო და საკანონმდებლო სექტორს, ინტერნეტ ბიზნესებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამეცნიერო სექტორს და ახალგაზრდებს, მიიღონ ყველა ზომა მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად. წლევანდელი თემა ძალიან დროული შეხსენებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა  მედიის თავისუფლებისათვის, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და მედიაზე კონტროლის ძველი და ახალი ფორმების არსებობის  ეპოქაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის გადამწყვეტ როლს საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაცის, მრავალმხრივი და განსხვავებული მოსაზრებებისა და ხედვების მიწოდების თვალსაზრისით. 
 
ინფორმაცია იხილეთ აქ