EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 23:04:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36822/?year=2020&month=7
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

27.05.2020

ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, „ევროპის დღეები 2020“-ის ფარგებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ონლაინ ლექციის ჩასატარებლად მოიწვია, რომელიც დღეს ნაშუადღევს ჩატარდა.

მაისში „ევროპის დღეები“ საქართველოშიც აღინიშნება. საჯარო შეხვედრების, სემინარების და დისკუსიების მსგავსი მრავალფეროვანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

მარეკ შჩიგელის ლექცია ორიენტირებული იყო მისიის მანდატზე და აქტივობებზე, მათ შორის COVID-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების და პრობლემების კუთხით.

ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ევროპის დღეების“ აღნიშვნა მიმართულია ევროკავშირის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ცნობადობის ამაღლების, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საჯარო მხარდაჭერის გაზრდისკენ.


ლექცია იწყება

  ელჩი შჩიგელი აუდიტორიას მისიის მანდატს უხსნის

მისიის ხელმძღვანელი ლექციის მონაწილეთა კითხვებს პასუხობს

კითხვა-პასუხის რეჟიმი გრძელდება