EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2021 22:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36829/?year=2020&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

03.07.2020
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, 2 ივლისს, თბილისში, თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

ელჩმა შჩიგელმა, მინისტრს აცნობა მისი მთავარი პრიორიტეტების შესახებ და გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში მისიის ძირითადი აქტივობების შესახებ. მან ასევე გამოხატა შეშფოთება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარების გამო. მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 6 პუნქტიან შეთანხმებასთან საქართველოს თავსებადობა სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ბატონმა ღარიბაშვილმა მარეკ შჩიგელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. ასევე დაამატა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა აჩვენებს ევროკავშირის მტკიცე დამოკიდებულებას სტაბილურობის შენარჩუნების მიმართ და მადლობა გადაუხადა მისიას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უწყვეტი ყოფნისთვის. 


ელჩმა შჩიგელმა, მინისტრს აცნობა მისი მთავარი პრიორიტეტები და გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში მისიის ძირითადი აქტივობების შესახებ