EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/12/2021 20:12:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/36831/?year=2020&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

03.07.2020
2020 წლის, 3 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მინისტრმა ზალკალიანმა, ელჩ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისიის მიმდინარე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისიის ხელმძღვანელმა, მინისტრს გააცნო საკუთარი პრიორიტეტები, კერძოდ კი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მიზანი. მან ხაზი გაუსვა მისიის როლს, ჟენევის საერთაშორის დისკუსიების მხარდაჭერის კუთხით და განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან ყურადღება გაამახვილა COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც მისიის უწყვეტ პატრულირებაზე, როგორც ადგილზე სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორზე.



მისიის ხელმძღვანელმა, მინისტრს გააცნო საკუთარი პრიორიტეტები, კერძოდ კი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მიზანი


მარცხნიდან მარჯვნივ: ანალიტიკური, ანგარიშგების და საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი, მატიას ცანდერი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი