EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 02:04:53
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/37275/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროპული მემკვიდრეობის დღეები

11.10.2022
კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემების სოციალური ერთიანობისთვის. მას ასევე აქვს ხანგრძლივი გავლენა კონფლიქტით დაზარალებული გარემოთა სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე. 

ამის გამო, ევროკავშირმა ახლახან გააძლიერა მისი ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თავის საგარეო ქმედებების მხრივ – მაგალითად, 2021 წელს მიღებულ იქნა „საბჭოს დასკვნები ევროკავშირის მიდგომის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ კონფლიქტებსა და კრიზისებში“. 

ევროკავშირის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგიული მიდგომის შესაბამისად, ისევე როგორც მანდატის განხორციელების კონტექსტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღიარებს კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობის მქონე როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე რეგულარული დაკვირვების მნიშვნელობას.

 

2022 წლის ოქტომბრის პირველ კვირას, ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალურმა ოფისმა მოაწყო პატრულირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მათ შორის მოინახულეს ენგურის კაშხალი და რამდენიმე რელიგიური ადგილი, მაგალითად სამების ეკლესია ბერშუეთში და სამების მონასტერი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე.