21 მარტს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს დირექტორის მოადგილე ნენსი აირისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაჰყვა.
რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნაიდერმა სტუმარს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება იძულებით გადაადგილებული პირების საკითხს დაეთმო.
ქ-ნ აირისს თან ახლდნენ მისი კოლეგა ანდრეა სამუელსონი, თბილისში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეკა თოდრია და ჯოშუა ფიშელი და თბილისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სოფიო ჯამბაზიშვილი-იუსერი.