EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/12/2024 22:12:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/37413/?month=9&year=2023
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა საჯარო კინოჩვენებას და დისკუსიას ოსების შესახებ, რომლებმაც დატოვეს 90-იან წლებში მათი სახლები.

02.06.2023
გადაუჭრელი კონფლიქტების გადაწყვეტის, მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობისა და მოსახლეობის მარგინალიზებული ჯგუფების ხმის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა დღეს უმასპინძლეს დოკუმენტური ფილმის ჰაზტაგ: განუყოფლის გაყოფა საჯარო ჩვენებას. ფილმი, რომელიც წნორში სოციალურ საწარმო ცოდნის კაფეში იყო ნაჩვენები სინათლეს ჰფენს საქართველოში არსებული კონფლიქტების ნაკლებად შესწავლილ ასპექტებს. ღონისძიების დროს, მონაწილეებს ასევე მოუწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური ჟურნალისტური პრიზის 2023 წლის მიმდინარე კონკურსში მონაწილეობისკენ. 

დოკუმენტური ფილმი ჰაზტაგ ეხება ეთნიკური ოსების ღრმად პირად ისტორიებს რომლებიც დატოვეს თავიანთი სახლები 1991-1992 წლების კონფლიქტის დროს. ამ ნამუშევრის მეშვეობით დოკუმენტური ფილმის შემქმნელი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის 2020 წლის მფლობელი - ქეთევან მაღრაძე - ცდილობს გადალახოს ბზარი აღქმაში, ქართველი მაყურებლისთვის ომის შედეგად დაზარალებული ოსების გამოცდილებასა და ემოციებზე შეხედვის შეთავაზებით. 


სტერეოტიპებთან დაპირისპირება

„საქართველოს კონფლიქტები ქართულ მედიაში ხშირად ცალმხრივი მიმართულებიდან იყო გაშუქებული. ჰაზტაგ ეწინააღმდეგება ამ ნარატივს და მიზნად ისახავს კონფლიქტის უფრო ყოვლისმომცველი გაგების ხელშეწყობას. არსებულ სტერეოტიპებთან დაპირისპირებით, ღონისძიება ცდილობს შექმნას გარემო, რომელიც წაახალისებს ტოლერანტობას, თანაგრძნობას და მშვიდობის მშენებლობას“, - თქვა ნინო გერზმავამ ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერმა და ღონისძიების თანაორგანიზატორმა. 

„ძალიან კარგი იყო დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა - ამდენი ახალგაზრდის ხილვა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ცოცხალ დისკუსიებში ხშირად ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა შერიგება დაყოფილ საზოგადოებებს შორის. მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველწლიურად ეძებს და აჯილდოებს მაღალპროფესიონალურ და კონფლიქტებისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას. ეს მისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა იაკუბ შიმაკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესისა და საჯარო ინფორმაციის ოფიცერმა.  „იმედი გვაქვს, ვიხილავთ ბევრ განაცხადს საპრიზო კონკურსზე, რომელიც მაისში დავიწყეთ, განსაკუთრებით რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტებისგან, მაგალითად კახეთიდან“ 

ფილმის ჩვენებას მოჰყვა გახსნილი დისკუსია რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ადგილობრივ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ფილმის ავტორს, ასევე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ჟურნალისტური კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთი. 2013 წელს დაწყებიდან ის ზედიზედ მეთერთმეტე წელია გადაეცემა. პრიზი წარმოაჩენს ეთიკურ, დამოუკიდებელ და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში თემებს შორის ნდობის ჩამოყალიბებასა და მშვიდობას.  

საპრიზო კონკურსი ახლა გახსნილია მონაწილეთა განაცხადების მისაღებად, რომელთა წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი.