EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3751/?page=16&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ქუთაისში გამართულ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო

02.04.2013
28 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ქუთაისში გამართულ ყოველთვიურ   საინფორმაციო შეხვედას დაესწრო, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თავმჯდომარეობდა.

იმერეთის რეგიონის თოთხმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ამ ორგანიზაციათა შორის იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI), INER საქართველო, SOS ბავშვები, ახალგაზრდული პარლამენტი და Abkhas Interkont. ყველა პროექტი ორიენტირებულია სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილებს).
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გამოაცხადა, რომ 27 აპრილს ბაღდათში საპარლამენტო არჩევნების დამატებით რაუნდს დააკვირდება, Abkhas Interkont იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით რაჭაში ფერმის რეაბილიტაციაზე  მუშაობს, ხოლო ორგანიზაცია „დიალოგი თაობებს შორის“ 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გეგმავს.

რაც შეეხება INER საქართველოს, იგი გეგმავს 05 აპრილს 14:30 საათზე ქუთაისში „სიცოცხლისთვის მარშის“ ჩატარებას, რათა გამოხატოს პროტესტი გასულ კვირას ბათუმში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, რამაც რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ადამიანების რთულ საყოფაცხოვრებო პირობებზე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა. INER საქართველომ მარშში მონაწილეობის მისაღებად ყველა მონაწილე მოიწვია.